თავში

შვილს მამის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა

შვილს მამის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა
შვილს მამის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელიც მამის მკვლელობაშია ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ირაკლი შენგელიას თქმით ბრალდებული მამის მიერ ნაცემი, მას სხეულზე დაზიანებები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იძულებითი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ბრალდებული ფაქტს აღიარებს და მომხდარს ინანიებს.

მკვლელობა ქუთაისში 24 მაისს მოხდა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system