თავში

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვინ არიან დაჭრილი და დაშავებული პირები

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვინ არიან დაჭრილი და დაშავებული პირები
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვინ არიან დაჭრილი და დაშავებული პირები

გუშინ ღამით, თბილისში, კინოსტუდიის შენობაში მომხდარი გარჩევის დროს ერთი კაცი დაჭრეს, ხოლო ერთს სხეულის დაზიანებები მიაყენეს. 

დაჭრილი და დაშავებული 37 წლის გოგლიკო ხაინდრავა და 33 წლის ილია რუხაძეა.

ხაინდრავას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ილია რუხაძეს და დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე მალევე დააკავეს, ის 16 წლის არასრულწლოვანია, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system