თავში

სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ შალვა თადუმაძე აირჩიეს

სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ შალვა თადუმაძე აირჩიეს
სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ შალვა თადუმაძე აირჩიეს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა, სადაც საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, დღის წესრიგის პირველ და მესამე საკითხთან საკითხთან დაკავშირებით პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა: სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს,ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

"მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები,'-ნათქვამია უზენაესი სასამართლოს ინფორმაციაში. 

2019 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატაში განხილული და დასრულებული იქნა 3017 საქმე, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 843, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 1609, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 565. მიმდინარე წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებაშია 1212 საქმე, სამოქალაქო საქმეთა პალატაში 1290 საქმე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 877 საქმე, სულ სამივე პალატის წარმოებაში 3379 საქმე ირიცხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system