თავში

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო

გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მისივე თქმით, საჩივრიდან გამომდინარე, ევროპულ სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადთება გამახვილებული.

"მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებგვერდზე",- წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "ციანიდის საქმეზე" საჩივარი 2019 წლის 31 იანვარს გაიგზავნა. 

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system