თავში

სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისთან დაკავშირებული მორიგი საჩივარი მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისთან დაკავშირებული მორიგი საჩივარი მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისთან დაკავშირებული მორიგი საჩივარი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი მიიღო წარმოებაში, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

„საქმე სახელწოდებით ,,Berikashvili vs Georgia“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system