თავში

თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე 70 000 ლარი ერთჯერადად არ ჩარიცხულა

თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე 70 000 ლარი ერთჯერადად არ ჩარიცხულა
თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე 70 000 ლარი ერთჯერადად არ ჩარიცხულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი უფლებადამცველთან ერთად იმყოფებოდა, ისინი უწყებაში გამოძიების მიმდინარეობას გაეცნენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ კითხვები საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან და თამარის მანქანაში აღმოჩენილ წერილთან დაკავშირებით ჰქონდათ.

რამიშვილის განმარტებით, მათ უწყებიდან მიიღეს პასუხი, რომ თანხა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე ერთჯერადად არ დარიცხულა. მან თანხა ეტაპობრივად გამოიმუშავა, ხოლო რაც შეეხება წერილს, უფლებადამცველისთვის საინტერესოა ის დეტალი – კონკრეტულად როდის დაწერა თამარმა წერილი. რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად საქმეში არსებულ ჩვენებებსაც გაეცნო.

შინაგან საქმეთა ამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული. ბაჩალიაშვილის ანგარიშზე 70 000 ლარი აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system