თავში

თამარაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დააკავეს - ამოღებულია იარაღი

თამარაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დააკავეს - ამოღებულია იარაღი
თამარაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დააკავეს - ამოღებულია იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system