თავში

თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს

თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს
თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

შსს-ს ცნობით ყიფიანი 18-109 მუხლით არის დაკავებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

სავარაუდოდ ყიფიანის დაკავება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება, რომლებსაც 2019 წელს ორჯერ აუფეთქეს ავტომობილი. აღნიშნულ საქმეზე უკვე გასამართლებულია 6 პირი, თუმცა გამოძიება ამ დრომდე გრძელდებოდა ორგანიზატორების გამოსავლენად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system