თავში

ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა მიესაჯა

ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა მიესაჯა
ტელეკომპანია იბერიის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევისთვის,ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ადეიშვილს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით.

ამავე საქმეზე მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს, 40 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. 

ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერიი“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ განახორციელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system