თავში

რა ნივთები ამოიღო პოლიციამ ზურაბ მახარაძის სახლიდან

რა ნივთები ამოიღო პოლიციამ ზურაბ მახარაძის სახლიდან
რა ნივთები ამოიღო პოლიციამ ზურაბ მახარაძის სახლიდან

"ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის მეუღლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათი სახლიდან საჭირო ნივთები ამოიღეს.

კონკრეტულად რა ნივთებზეა საუბარი, ამას ლიკა კასრაძე არ აკონკრეტებს.

თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია ტექნიკა და გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

"დაახლოებით, დილის 9 საათი იყო, სამართალდამცველები რომ მოვიდნენ, სახლში მათ სტანდარტული პროცედურები - ჩხრეკა ჩაატარეს. ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები და წავიდნენ. ზურა, განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც ვხდები ჩხრეკასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ წერილობითი დოკუმენტაცია. 5 პიროვნება ატარებდა პროცედურას, ჩხრეკა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,"- აცხადებს ზურაბ მახარაძის მეუღლე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system