თავში

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომობილში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა.გ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 5881.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 5881.74 ლარის ოდენობით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system