თავში

წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა
წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა

"წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში (მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების სააგენტოს“ სანერგეში), პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს. 

რეალიზაციის მსურველმა უნდა წარადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, წიწვოვანი სახეობის ნაძვისა და ფიჭვის ხეების უკანონო ჭრის 8 ფაქტი ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხოლო აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ, ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების 1 ფაქტი რეალიზაციის ადგილზე გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system