თავში

ცნობილია, რაზე საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი აუდიო-ვიდეოჩანაწერებში

ცნობილია, რაზე საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი აუდიო-ვიდეოჩანაწერებში

,,ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლით დასრულებაზე. ამგვარი მასალა საქმეში მოიპოვება", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არაერთი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი არსებობს.

,,ზოგადად ის ვიდეო მასალა, რომელიც მოპოვებული იქნა მისი მობილური ტელეფონიდან და Youtube არხიდანაც, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და საყურებელია, რადგან ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობას ასახავს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქმეში არსებობს თამარ ბაჩალეიშვილის აუდიოჩანაწერი, როდესაც ის განიხილავს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზია, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ამირან გიუაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც მისივე თქმით, შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system