თავში

ცნობილია, თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი

ცნობილია, თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი
ცნობილია, თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, იოსებ გაბრიაძეს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, თიკა მახალდიანის დედა, აღდგომის ღამეს (მიმდინარე წლის, 20 აპრილს) საკუთარ სახლში, ნასვამი პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, როდესაც, პოლიციელის მხრიდან, საკუთარი სახლის აივნიდან განხორციელებულ გასროლას, 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისის პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს თავდაპირველად ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარუდგუნა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ბრალი გადაკვალიფიცრდა.

პროკურატურის ცნობით, პოლიციელის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან თხუთმეტ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system