თავში

წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები-პოლიცია დაღუპული ბიჭის გაუჩინარებულ დედას ეძებს

წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები-პოლიცია დაღუპული ბიჭის გაუჩინარებულ დედას ეძებს
წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები-პოლიცია დაღუპული ბიჭის გაუჩინარებულ დედას ეძებს

წყალტუბოში, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სამართალდამცავები ახლა მის დედას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა თურქეთიდან წყალტუბოსკენ გამოემგზავრა, ქუთაისში ჩავიდა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. ამ დრომდე ის ახლობლებს არ დაკავშირებია.

შემთხვევა წყალტუბოში, დილით მოხდა. 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ გადმოხტა. მეზობლები აქტიურად საუბრობენ გახმაურებულ თამაშზე „ლურჯ ვეშაპზე“. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ახალგაზრდის სიცოცხლე სწორედ ამ თამაშს ემსხვერპლა.

მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიდოში გულჩათხრობილი გახდა და ის მეგობრებთან ურთიერთობას გაურბოდა.

გარდაცვლილის მობილურ ტელეფონში ყველა სახის ინფორმაცია წაშლილია. სამართალდამცავებმა იქ მხოლოდ ერთი ფოტო იპოვეს, რომელის სავარაუდოდ გარდაცვლილის შეყვარებულ გოგონას ეკუთვნის.

გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system