თავში

თურმე ხატია დეკანოიძე ქმნის დასაჭერ ადამიანთა სიას - ბექა ბასილაია

თურმე ხატია დეკანოიძე ქმნის დასაჭერ ადამიანთა სიას - ბექა ბასილაია
თურმე ხატია დეკანოიძე ქმნის დასაჭერ ადამიანთა სიას - ბექა ბასილაია

როგორი წარმოსადგენია, რომ თურმე ხატია დეკანოიძე ქმნის დასაჭერ ადამიანთა სიას. სრულიად არასერიოზულია ამ მესიჯების განხილვა ბრალდებულთა საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი, ბექა ბასილაია Report.ge-სთან საუბრობს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მინაწერები სინამდვილეში იმას ამტკიცებს, რომ არანაირ ქრთამის შეთავაზებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

"ამ მესიჯებზე ვსაუბრობდით თავიდანვე. აქ ახალი არაფერია. პირიქით, ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ არანაირ ქრთამის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ეს მიმოწერა ადასტურებს იმას, რომ არანაირი მუქარა და შანტაჟი არ ყოფილა.

ეს არის მეგობრებს შორის ერთგვარი შაყირი, ხუმრობა ერთმანეთში. ნახეთ ამ მესიჯებში რამდენი "სმაილია" გამოყენებული?

კიდევ ერთი ფაქტია რაზეც პროკურატურა აპელირებს, დაჭერით ემუქრებოდნენო. როგორი წარმოსადგენია, რომ ხატია დეკანოიძე დასაჭერ ადამიანთა სიას ადგენდა. სრულიად არასერიოზულია ამ მესიჯების განხილვა ბრალდებულთა საწინააღმდეგოდ", - განუცხადა Report.ge-ს  ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება, გაესაჯაროვებინა ეს მიმოწერა, წინასასამრთლო სხდომის მოახლოვებას უკავშირდება.

"ეს მასალები გამოიტანეს იმიტომ, რომ წინა სასამართლო სხდომის ვადა არის 10 დეკემბერს. არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ და ახლა ცდილობენ ამ საკითხებზე აპელირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით "გააპრავონ" ამ ხალხის პატიმრობაში დატოვა", - ამბობს ადვოკატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system