თავში

"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
TV პირველისა და რუსთავი 2-ის ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"რუსთავი 2-ის" და "TV პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდენენ, რაც მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა.

არცერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მათი ადვოკატები სხდომაზე ამბობდნენ, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებში, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ამტკიცებს.

საპირისპიროს აცხადებდა ბრალდების მხარე. პროკურატურის ინფორმაციით, არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, სადაც დაკავებულების ძალადობა მტკიცდება.

უშანგი დათუნაშვილის და ირაკლი წიგნაძის ჩათვლით, 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე 27 პირია დაკავებული. აქედან 23 ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმაშია ბრალდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system