თავში

უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს
უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ რუსთავში, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების - საყდრიონისა და დარაკოვის მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

"ვინაიდან ყველა ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system