თავში

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესები გრძელდება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესები გრძელდება
20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესები გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პირების, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებულების ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიტიკურად იდევნებიან. მისივე თქმით, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system