თავში

"უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი"- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

"უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი"- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე
უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

"საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"სამწუხაროდ პოლიტიკურ შეფერილობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, ტრაგიკული შემთხვევები. მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. მე თუ კითხვები მიჩნდდება, მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომელიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ხელი შევუწყოთ გამოძიებას,"- განაცხადა პრემიერმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ report.ge-ს შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system