თავში

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში მსჯავრდებულების პროცესი მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში მსჯავრდებულების პროცესი მიმდინარეობს
უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში მსჯავრდებულების პროცესი მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე უზენაეს სასამართლოში სხდომა დღეს მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულების მიმართ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდეს. 

დღევანდელ პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატის საჩივარს განიხილავენ. ამის შემდეგ კი, პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდება, მეორე ბრალდებულთან კი, მისი თქმით, ვერ მოხერხდა შეთანხმება. გუგა ბარბაქაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რადგან ის დანაშაულს არ აღიარებს

პროკურორი ბრალდებულ ჯანაშიასთან შეთანხმების დეტალებს არ ახმაურებს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, არის თუ არა საუბარი სასჯელის ვადის შემცირებაზე, თუმცა განმარტავს, რომ ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება აღიარებითი ჩვენებისა და გამოძიებისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის საფუძველზე გაუფორმდა. 

ბარბაქაძეს და ჯანაშიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system