თავში

ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი: საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალდებას არ ადასტურებს

ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი: საქმეში არსებული მ
ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი: საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალდებას არ ადასტურებს

არც ახლა გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პროკურატურის პოზიცია გაუმართლებელია.

“საქმე გამოყოფილი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დაველოდოთ მასალებს დაცვის მხარისთვის გადაცემას და შემდეგ იქნება ამ მტკიცებულებების შეფასება, დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პროკურატურის ის პოზიცია, რომ საქმეში მათ აქვთ მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს პოზიცია ჩემთვის გაუმართლებელია,“ - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ. 

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system