თავში

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას პატიმრობა შეეფარდა

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას პატიმრობა შეეფარდა
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას პატიმრობა შეეფარდა

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმას და მის მეგობარს, ნუგზარ თალაკვაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გრიგოლ აბრალავას  და ნუგზარ თალაკვაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. 

გამოძიების ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system