თავში

ვინც ამას აკეთებს, უგუნურია - საპატრიარქოს იურისტი

ვინც ამას აკეთებს, უგუნურია - საპატრიარქოს იურისტი
ვინც ამას აკეთებს, უგუნურია - საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს მცირე კომენტარით ეხმაურება. მისი მტკიცებით, აღნიშნული მასალებია ფაბრიკაციაა და ის ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. 

მისი თქმით, საპატრიარქო "ყველა სისულელეზე" სამართლებრივ დავას არ აპირებს.

"მსგავსი ფაბრიკაციები მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ვეტყვი, რომ მაგარი უგუნურია, თუ რამე დანაშაულის ნიშნებია, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ რაც მე მოვისმინე არის სრული სისულელე და პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა სისულელეზე სამართლებრივ დავას არ ვაპირებთ. მე პირადად დასამალი არაფერი მაქვს და ვისაც უნდა მისმინოს" - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, გუშინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system