თავში

ზაზა სარალიძე თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს

ზაზა სარალიძე თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს
ზაზა სარალიძე თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ახლა უკვე ყველა იმ პოლიციელისა  და პროკურორის დასჯას ითხოვს, ვინც მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე გააყალბა.

ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

"ზაზა სარალიძის ოჯახი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ იქნება. დათუნა სარალიძეს ვერც ეს ქმედება გააცოცხლებს. ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა ის პირი არ დაისჯება, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე აქამდე მიიყვანა. ვგულისხმობ რა თქმა უნდა, თანამდებობის პირებს, რომლებმაც გარკვეული პირების ზემოქმედებით მიიყვანეს ეს საქმე აქამდე"- თქვა დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ "ტვ. პირველთან" .

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2001 წელს დაბადებული გ.მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მან გ.ჯ-სა და მ.კ-სთან ერთად, მკვლელობის მიზნით დავით სარალიძეს ბასრი საქგნით დაზიანებები მიაყენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system