თავში

ზვიადაური ბრალს არ აღიარებს - რას ამბობენ ადვოკატები

ზვიადაური ბრალს არ აღიარებს - რას ამბობენ ადვოკატები
ზვიადაური ბრალს არ აღიარებს - რას ამბობენ ადვოკატები

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ბრალს არ აღიარებს.  ადვოკატების თქმით, ზურაბ ზვიადაური სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.

მათივე ინფორმციით, ზვიადაური თავდამსხმელებს არ იცნობდა და წინანდლის ტყეში ძმის დასახმარებლად ავიდა.

"საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელებს, მისი მოქმედება იყო დროული და მას რომ არ ემოქმედა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და შეიძლება გარდაცვლილიც ყოფილიყო", - ამბობს ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანადალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა 1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს ესროლა, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

დაკავებულია, ასევე, ზვიადაურის ახლო ნათესავი - ჯაბა ჯანგირაშვილიც. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზვიადაურმა. მას იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system