თავში

ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია - ყაველაშვილი მელიაზე

ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია - ყაველაშვილი მელიაზე
ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია  - ყაველაშვილი მელიაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს „ახლადგამოჩეკილ, ხელოვნურად შექმნილ ტიპაჟს“ უწოდებს. 

მისივე თქმით, ნიკა მელია საკუთარ თავს ქვეყანაზე მაღლა აყენებს.

„ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, თითქოს დასცინის, მაგრამ ვის დასცინის. რა უნდა ამ ადამიანს, შეურაცხყოფას რომ აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. საკუთარ ქვეყანაზე მაღლა აყენებს თავის თავს. თან რომ ამბობს, რომ კანონმორჩილია და ახსენებს რაღაც გვარებს, რომ იმის გამო არღვევს კანონს, რაღაც მარაზმში გადადის, ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?“, - განაცხადა ყაველაშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. 

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. 

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system