თავში

"ამომრჩევლებს უკიჟინებენ სიცივეში წამოწვნენ" - ღუდუშაური

"ამომრჩევლებს უკიჟინებენ სიცივეში წამოწვნენ" - ღუდუშაური
ამომრჩევლებს უკიჟინებენ სიცივეში წამოწვნენ - ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი სრულიად გაუგებარია.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ულტიმატუმი მიუღებელია.

"სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი, რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხე- სიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია "ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბერს, პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ.

ისინი პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system