თავში

ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე: არ გამოვრიცხავ, ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს

ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე: არ გამოვრიცხავ, ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს
ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე: არ გამოვრიცხავ, ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს

არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემკენ გამოიშვიროს ხელი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. საუბარია დეპუტატზე მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეზე, რომელიც აცხადებს, რომ მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მას ასევე ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

18 იანვარს მას ბრალი ხულიგნობის მუხლით დაუმძიმდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ვახტანგ რობაქიძე "ქართულ ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ის 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის რაიონის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

ამჟამად ის მოძრაობა "ლელოს" წევრია. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მამუკა ხაზარაძემაც დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system