თავში

ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა

ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალ
ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი დაუმძიმდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ რობაქიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენენ, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ვახტანგ რობაქიძე "ქართულ ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ის 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის რაიონის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

ამჟამად ის მოძრაობა "ლელოს" წევრია. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მამუკა ხაზარაძემაც დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system