თავში

"არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს" როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა

"არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს" როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა
არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ ძნელაძე სოციალურ ქსელში წერს:

"წასვლა ყოველთვის არ არის ადვილი და არც ჩემ შემთხვევაში. მაგრამ ეს იმითაა განპირობებული რაც ამ ქვეყნის დიდ უმრავლესობას აწუხებს.

შესაბამისად, დღეს დავასრულე ჩემი 7-წლიანი სამსახურებრივი შრომა ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში - რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ვამაყობ იმით, რომ ვმუშაობდი სამსახურში, რომელშიც ყოველთვის იყო ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი. 

ცნობისთვის ჩემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი იყო, 40-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ნაყიდი საარჩევნო ხმა ( არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ), და თუ წლიურ ჭრილში გადავიყვანთ 480 - ჯერ მეტი.

ასე რომ დაფიქრდით, ფულს ყოველთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

წასვლის მოტივი? 

არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა რუსული ჩექმიდან და მისცა განვითარების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!! 

სხვა სისტემურ პრობლემებზე საუბარი არც ღირს, როცა საქმე უპირველესად ეხება ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მამუკა დარჩიას - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც გასწია სამსახურის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და თითოეული თანამშრომლის პროფესიონალ საჯარო მოხელედ ჩამოყალიბების პროცესში (კიდევ ბევრი კარგი საქმე აქვს ამ კაცს გაკეთებული, უბრალოდ აქ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. მოუსმინეთ! ჭკვიანურ რჩევებს გაძლევთ).

ასევე მადლობა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც ვუმკლავდებოდით არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთი დიდი ოჯახი და ეს ურთიერთობა რა თქმა უნდა სამსახურის შემდეგაც გაგრძელდება.

ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს როსტომ ძნელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system