თავში

"არ ვხუმრობ, მალე გახდებით ამის მომსწრე" - სააკაშვილი

"არ ვხუმრობ, მალე გახდებით ამის მომსწრე" - სააკაშვილი
არ ვხუმრობ, მალე გახდებით ამის მომსწრე - სააკაშვილი

საქართველოს მესმე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში ღამის კლუბების დალუქვას და მათი ფუნქციონირების კვლავ შეზღუდვის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

"ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები – არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.

კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპული, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.

ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ის შენობაში მას შემდეგ, რაც სუს-ი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!" - წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს შრომის ინსპექციამ თბილისის ღამის კლუბები დალუქა, ხოლო იმის გამო, რომ კლუბმა "ბასიანმა" დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებაზე უარი თქვა, შრომის ინსპექციამ რეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system