თავში

კობახიძე: სააკაშვილის დანიშვნა არამეგობრული ნაბიჯი იქნება

კობახიძე: სააკაშვილის დანიშვნა არამეგობრული ნაბიჯი იქნება
კობახიძე: სააკაშვილის დანიშვნა არამეგობრული ნაბიჯი იქნება

თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რომელიმე საჯარო თანამდებობაზე დაინიშნება, ეს არამეგობრული ნაბიჯი იქნება და საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ არის აბსოლუტურად მეგობრული და ეს გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი. დასჭირდება მუშაობა იმას, რა ფორმატში მიიღება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გადაიდგმება არამეგობრული ნაბიჯი, ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 22 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და რადაში პროგრამას მალე წარადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, შესაძლოა, 30 აპრილს იმსჯელოს, თუმცა საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system