თავში

"არანაირი სურვილი არ გვაქვს სიმულაციაში მონაწილეობის" - გიგა ბოკერია

"არანაირი სურვილი არ გვაქვს სიმულაციაში მონაწილეობის" - გიგა ბოკერია
არანაირი სურვილი არ გვაქვს სიმულაციაში მონაწილეობის - გიგა ბოკერია

"სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციის მიწვევას.

"ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე, მადლობელი ვარ მოწვევისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. თუ ეს არის სიმულაცია, არანაირი სურვილი არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის, თუ ვცდები მხოლოდ მოხარული ვიქნები, ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას",  - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system