თავში

არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს- ზურაბ ჯაფარიძე

არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს- ზურაბ ჯაფარიძე
არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს- ზურაბ ჯაფარიძე

„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, ბრძანების გამცემებს",- ამის შესახებ პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციასთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აქვს ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის წევრს.

"ეს იყო საერთო ატმოსფერო ამ შეხვედრის, ასე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. 3 პოლიციელია, როგორც თვითონ ამბობენ. მადლობა, ყველას ვინც გვაკრიტიკებდა, ვინც მოგვიწოდებდა - ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ. მე როგორც გავარკვიე, ისედაც არავინ აპირებდა მსგავსი რამის დაშვებას“, - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის საკითხი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system