თავში

"ბადრაგმა დედაჩემის თვალწინ სცადა, დროშის დაქნევის გამო რაფიდან ჩამოვეყვანე" - სააკაშვილი

"ბადრაგმა დედაჩემის თვალწინ სცადა, დროშის დაქნევის გამო რაფიდან ჩამოვეყვანე" - სააკაშვილი
ბადრაგმა დედაჩემის თვალწინ სცადა, დროშის დაქნევის გამო რაფიდან ჩამოვეყვანე - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხარდამჭერებისთვის საქართველოს დროშის დაქნევის გამო, ციხის ბადრაგმა მისი ფანჯრის რაფიდან ჩამოყვანა სცადა.

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი ქმედების გამო დასაჯონ. 

"დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველის დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში საქართველოს არ ემსახურება - საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდათ. ველოდები პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას. ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მივიდნენ.

ჰოსპიტლის პალატის გისოსებიდან მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხელით დახატული საქართველოს დროშა გადმოფინა და მხარდამჭერებს მიესალმა. 

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system