თავში

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დემონსტრაციამ, რომლის  "მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით ტარდება, პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გადაინაცვლა. 

საპროტესტო აქცია-მსვლელობა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს სავარაუდოდ, გარკვეული პირების შევიწროებას სთხოვდა. 

აქციის მონაწილეები ჩანაწერების ფიგურანტი პირების წინააღმდეგ სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაკისრებასა და თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. 

"უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში”, - აღნიშნა ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალიკა კუპრავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system