თავში

"ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის" - გიორგი სააკაშვილი

"ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის" - გიორგი სააკაშვილი
ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის - გიორგი სააკაშვილი

გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა თანამდებობისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის.

ძმის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს, რათა მისი რესურსი ქვეყნის შენებას მოახმაროს. 

"ჩემთვის უჩვეულო დღეა, ვერ წარმომედგინა ვერასდროს, რომ ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, 9 წელი იყო მმართველობაში, ქვეყანა დაემსგავსა ქვეყანას და დღეს ასე სამარცხვინოდ, დღევანდელი მთავრობიდან გამომდინარე, იმყოფება გისოსებს მიღმა. 

ეს ძალიან მალე უნდა დამთავრდეს და მიშა სააკაშვილი უნდა ვიხილოთ თავისუფლებაზე, რომ თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის შენებას, კეთილდღეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის, ის იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის",- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system