თავში

,,დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ვინ დაურეკა ,,ოცნებიდან" მელიას

,,დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ვინ დაურეკა ,,ოცნებიდან" მელიას
,,დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია - ვინ დაურეკა ,,ოცნებიდან მელიას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მას გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

მისივე თქმით, ვასილ ჩიგოგიძე დაჰპირდა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერდა.

,,ქართული ოცნების" ერთი დეპუტატი გუშინ მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, დანარჩენს მერე მოგახსენებ, არ იქნება და მე დაგირეკავ და მე თვითონ გნახავ. შვიდჯერ დამირეკა. დღეს ისე მისცა ხმა, მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია... ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე, ადამიანი, რომელსაც, რომ ჰკითხო ღირსეულია.

,,ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას. ბატონი ჩიგოგიძე მე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული ,,ქართუ ბანკის" საქმეზე...

გუშინ მეუბნებოდა ღილაკს ხელს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო.", - განაცხადა ნიკა მელიამ ,,რეაქციაში".

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system