თავში

დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტზე ჩემ ინიციატივას ყველა აყვებოდა - კალაძე

დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტზე ჩემ ინიციატივას ყველა აყვებოდა - კალაძე
დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტზე ჩემ ინიციატივას ყველა აყვებოდა - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დარწმუნებული იყო, რომ მის ინიციატივას, ნარკოტესტის გავლის შესახებ, თბილისის მერობის ყველა კანდიდატი აყვებოდა.

"ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას, დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტზე გავლის შესახებ ჩემ ინიციატივაზე ყველა ამყვებოდა.

რაღაც გაურკვეველ განცხადებებს ვისმენ, რაღაცებს მიედ-მოედებიან, რაღაც დებატში დაჯდომა არ უნდათ, რა შუაშია, დებატი როდის მიხსენებია, უარი როდის მითქვამს დებატზე",- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა". ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system