თავში

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ხელის შეშლა არის მათი საფირმო ნიშანი

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ხელის შეშლა არის მათი საფირმო ნიშანი
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ხელის შეშლა არის მათი საფირმო ნიშანი

ისინი ცდილობენ, დესტრუქცია შეიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ხვალ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პიკეტირებებთნ დაკავშირებით განაცხადა.

"ერთი რაც ხაზგასამელია, არის რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება მათ ინიციატივას, მოდი გავიხსენოთ მათი წარსული, მათთვის ხელის შეშლა არის საფირმო ნიშანი. როგორც კი კანონის დარღვევას ექნება ადგილი, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ისინი ცდილობენ დესტრუქცია შეიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყველაფერი იქნება იმ კანონის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს ქცევის და სიტყვის უფლებებს. რომ გავიხსენოთ ის რბევა პოლიციელების, მოქალაქეების, ეს გამოიწვია ოპოზიციის მიერ დანაშაულებრივმა განცხადებებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს იქ მყოფ პირებს, რომ ჩაედინათ ნაშაული. აქ არის ოპოზიციის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაც, ჩვენ რაც მოვისმინეთ, ცხადია, ხაზგასმულია ის, რა მოწოდებებიც ისმოდა იმ დღეს. ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვისი მოწოდებების ფონზე გასცდა ეს ყველაფერი მშვიდობიან აქციას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ოპოზიცია დილიდან საპროტესტო აქციებსა და ადმინისტრაციული შენობებისპიკეტირებას აანონსებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ " ქართული ოცნების" დეპუტატებს მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მათ კონკრეტული ინიციატივა დააყენეს, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. თუმცა, მმართველი გუნდის შეთავაზებით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ ეთანხმება და საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად გეგმავს. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system