თავში

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდის

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მევლუთ ჩავუშოღლუს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემაზე გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ტვიტერზე" დაწერა. 

„მადლობას გიხდით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების უწყვეტ სწრაფვაში გამამხნევებელი მხარდაჭერისთვის. არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. NATO-ში გაწევრიანების არჩეულ გზაზე მყარად ვდგავართ“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაზეთ Bild-თან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისრტმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას სრულად მხარს უჭერს, იმ დროს, როდესაც გერმანია და საფრანგეთი ამ თემას გაურბიან, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვავონ. 

ამავე თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზეც ისაუბრა.

არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ ავამოქმედეთ საქართველოსთვის MAP-ი, რათა ის წევრი გახდეს. ჩვენ რუსეთთან შედარებით უკეთესი მეზობლური ურთიერთობისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოპატიჟებას, ვინაიდან რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ ჩვენ საქართველოს ვჭირდებით და ჩვენ გვესაჭიროება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, გვჭირდება გაფართოება და საქართველო წევრი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system