თავში

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს - განახლებულია

​მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭე
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს - განახლებულია

თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას სრულად მხარს უჭერს, იმ დროს, როდესაც გერმანია და საფრანგეთი ამ თემას გაურბიან, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვავონ. ამის შესახებ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისრტმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თემას ყოველთვის მხარს უჭერდა მაშინ, როდესაც გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯს ვერ ბედავენ, რადგან რუსეთის უკმაყოფილების ეშინიათ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

ამავე თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზეც ისაუბრა. 

არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ ავამოქმედეთ საქართველოსთვის MAP-ი, რათა ის წევრი გახდეს. ჩვენ რუსეთთან შედარებით უკეთესი მეზობლური ურთიერთობისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოპატიჟებას, ვინაიდან რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ ჩვენ საქართველოს ვჭირდებით და ჩვენ გვესაჭიროება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, გვჭირდება გაფართოება და საქართველო წევრი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system