თავში

მერაბიშვილი: ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარი გაიღება

მერაბიშვილი: ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარი გაიღება
მერაბიშვილი: ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარი გაიღება

"ყველა, ვინც ამ ციხეში ზის არის პოლიტპატიმარი," - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პოლიციელების ღირსება აღდგეს.

"აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი სჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება. ყველა ვინც ამ ციხეში ზის არის პოლიტპატიმარი. მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მან საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system