თავში

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან
პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ. კანონმდებლები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში გუშინდელ სესიაზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გადაიდო.

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system