თავში

ეს არ არის გირაო, ეს არის გამოსასყიდი - სამოქალაქო აქტივისტი

ეს არ არის გირაო, ეს არის გამოსასყიდი - სამოქალაქო აქტივისტი
ეს არ არის გირაო, ეს არის გამოსასყიდი - სამოქალაქო აქტივისტი

უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოში, როდესაც ევროკავშირმა გადაიხადა გირაო, მაგრამ ეს არ არის გირაო, არამედ ეს არის გამოსასყიდი, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას გათავისუფლებას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ელოდება.

ბიძინაშვილის თქმით, თუ 20 ივნისთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს ხელი არ მოეწერება, ოპოზიციონერების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებს პრეტენზია არ ექნებათ. 

"ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პოლიტიკური ტყვეა და სწორედ მისი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. 

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია არის ძალიან მარტივი, ჩვენ არავის არ ვეუბნებოდით რომ არ შესულიყვნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ 20 ივნისის ამნისტიაზე არ მოეწერათ ხელი და ეს კანონპროექტი არ შეეტანათ პარლამენტში და სწორედ აქედან გამომდინარე, თუ ამ შეთანხმებას არ მოეწერება ხელი, თუ 20 ივნისთან დაკავშირებული კანონპროექტი არ "გაპრავდება" რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თვითონ უნდა გადაწყვიტონ შევლენ თუ არა პარლამენტში, ჩვენ ამაზე არანაირი პრობლემა არ გვექნება", - განაცხადა ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" 8 მაისს გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system