თავში

მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება

მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება
მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.

მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს.

ბრალდებულის ადვოკატების თქმით, ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან მათი შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია არც დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, რადგანაც ის ამ საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გუშინ გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system