თავში

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა" - გახარია

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა" - გახარია
ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადება „შეშინებული ადამიანის ბოდვაა“.

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა. პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას ნიკა მელიაზე იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო, მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან თმა არ ჩამოუვარდეს. ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ საერთოდ, ამის განხილვა სერიოზულად როგორ შეიძლება. ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაც ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა. ეს ხდება 16 თებერვალს. 17 თებერვალს ვხედავ, რომ ეს პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია და რაღაც ზეგავლენები ხდება, უხილავი ხელები მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე ხუთსაათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებინა ისე პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე“, – განაცხადა ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. კობახიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ გახარია სააკაშვილთან ერთად გეგმავდა გადატრიალებას, რადგან მისი გადადგომა საეჭვოდ დაემთხვა კიევიდან მიღებულ ინფორმაციას.

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს. ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებების გამოძიება მოითხოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system