თავში

"ეს იქნება რთული მისია" - ინიშნება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თალაკვაძე

"ეს იქნება რთული მისია" - ინიშნება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თალაკვაძე
ეს იქნება რთული მისია - ინიშნება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თალაკვაძე

"ადამიანი, ვინც შეირჩევა მინისტრის პოზიციაზე, ძალიან სერიოზული გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მომავალ ჯანდაცვის მინისტრზე საუბრისას განაცხადა. 

თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. 

მისივე თქმით, გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ შეცვლის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრემიერი მიიღებს.

"ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი. მსჯელობა დასრულდება და კონკრეტულ კანდიდატურაზე მოხდება შეთანხმება.

თანამდებობა ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი. მართლაც ურთულეს პოზიციებზე მომიწია მუშაობა 2012 წლის შემდეგ და მანამდეც, როდესაც ომბუდსმენის მრჩეველი გახლდით და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ვმუშაობდი.

ძალიან რთული სფეროა. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანი, ვინც შეირჩევა მინისტრის პოზიციაზე, ძალიან სერიოზული გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად. იმ ადამიანისთვის ეს იქნება რთული მისია, არა პრივილეგია, თანამდებობა და კომფორტი. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა მინისტრმა, ვინც "ქართული ოცნების" პირობებში იმუშავა ამ პოზიციაზე, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა", - განაცხადა თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system