თავში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება და განცხადებას ავრცელებს: 

"ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში", – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დღეს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system